სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პოლიციასთან ურთიერთობის ახალ ოფიცერს ევლოგ პარაშკევოვს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. პოლიციასთან ურთიერთობის ახალი ოფიცერი ამ თანამდებობაზე მიმდინარე თვეს დაინიშნა.
ალექსანდრე მოწერელია EUSR-ის ახალ ოფიცერს შეხვდა
20/02/2019