ალექსანდრე მოწერელია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

05/03/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მერიის სამსახურების უფროსებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. მარტვილის მერიის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, ალექსანდრე მოწერელიამ თხილის დაცვის პროგრამის ეფექტურად განხორციელებასა და ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში სოფლის რწმუნებულების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მარტვილში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტები განიხილა. საუბარი კურორტ ლებარდეს განვითარების და მარტვილის ცენტრის კეთილმოწყობის საკითხებს შეეხო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0