ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ჩაის მწარმოებლებმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მეწარმეები, დარგის სპეციალისტები და ქართული ჩაის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წამოჭრილ პრობლემებს ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია დაამუშავებს, რის შემდეგაც სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც გამოკვეთილი საკითხების განხილვა და არსებული პრობლემების შესწავლა და შემდგომი რეაგირება მოხდება. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ჩაის წარმოების ხელშეწყობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები. ამ ეტაპზე შესაძლებელია 1200 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებულ ჩაის პლანტაციებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა.
ალექსანდრე მოწერელიამ და ჩაის მწარმოებლებმა ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს
17/01/2020