ალგეთის ეროვნული პარკი 50 წლისაა

02/01/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ალგეთის ეროვნული პარკის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.

ალგეთის ეროვნული პარკის ეზოში გამოფენა გაიმართა, სადაც ალგეთის ვიზიტორთა ცენტრის რენდერებთან ერთად, კონკურსში „სახლი ბუნებაში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო გამოფენილი. მოსწავლეებმა ხეებზე მათივე დამზადებული ჩიტების საბუდრებიც დაამონტაჟეს.

მინისტრის მოადგილემ ეროვნული პარკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარკის თანამშრომლებს მადლობის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ კონკურსში „სახლი ბუნებაში“ გამარჯვებულები.

ალგეთის ეროვნულ პარკს კარგი პოტენციალი აქვს საცხენოსნო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოწყობისთვის.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0