ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომა გაიმართა

03/02/2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტის – გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომა გაიმართა, რომელზეც დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველად პროექტზე იმსჯელეს.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ათეა-ს ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდას, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივებას, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსურ უზრუნველყოფას, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ეხებოდა. სტარტეგიის პროექტი საბჭოს წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. ანალოგური საკონსულტაციო შეხვედრები ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონში გამართა.
ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების წარმოამდგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უახლოეს მომავლაში შეაჯერებს და შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/245574-

Tweet about this on TwitterShare on Facebook0