აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა გრძელდება

15/06/2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემებს მშენებლობის სფეროში.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB საქართველოში მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირების ვიზიტის მნიშვნელობას სამომავლოდ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0