აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა

14/07/2022

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.

“დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვდით. აზერბაიჯანისა და ქვემო ქართლის ქალაქებს შორის გაფორმებული დაძმობილების მემორამდუმი კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას”- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის:
მარნეული – შამქირი;
გარდაბანი – აღსტაფა;
ბოლნისი – გოიგოლი;
დმანისი – დაშკესანი.

გიორგი დოხტურიშვილი სამხარეო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის, ასევე მოინახულა „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი, შეჰიდთა ხეივნი და საფლავებს ყვავილების თაიგულებით პატივი მიაგო. გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამხარეო დელეგაციას წარმოადგენდა: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთელი, ნინო ლაცაბიძე, დავით შერაზადიშვილი, კენან ომაროვი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, გიორგი წიკლაური, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაია და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0