ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა

Tuesday September 26th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების – I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0