ავსტრიელმა ექსპერტებმა მეწყრული უბნები დაათვალიერეს

21/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ავსტრიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გლდანის დასახლებაში მდ.ხევძმარის აუზში არსებული მეწყრული უბნები ადგილზე დაათვალიერა.
ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,(მდ. წავკისის წყლის, მდ. დიღმისხევის და მდ. ხევძმარის) აუზებში მაღალი რისკის შემცველი ადგილები შეისწავლეს. სპეციალისტების მიერ ადგილზე მოხდება სტიქიური პროცესების შეფასება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
ავსტრიელი ექსპერტები თბილისში მაღალი რისკის მქონე უბნების შესწავლას აგრძელებენ, დაიდება შემაჯამებელი დასკვნა გაიცემა რეკომენდაციები და მოხდება რისკის მქონე რუკების შედგენაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0