ავთანდილ თალაკვაძემ დაშავებულები მოინახულა

26/06/2019

„ფონდი „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს, სრული დანახარჯი აანაზღაუროს“, – ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ “რეგიონალურ ჰოსპიტალში“ გააკეთა, სადაც იგი 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.

“ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობის საკითხზე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, რა შემდგომ დანიშნულებებს მისცემენ პაციენტებს, თუმცა ფონდი „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს სრული დანახარჯი აანაზღაუროს“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 2 პოლიციელი – თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი, კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში.

“რეგიონულ ჰოსიტალში“ რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით, ასევე სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს, მას სავარაუდოდ, უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის.

„დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, გუშინ მოხდა ერთ-ერთი პაციენტის გამგზავრება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა 2 პოლიციელი თურქეთში, რომლებიც „აჯიბადემის“ კლინიკაში შემდგომ მკურნალობას გააგრძელებს. ასევე, დღეს ღამე კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში რეაბილიტაციისთვის“,- განაცხადა ავთო თალაკვაძემ

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ექიმი ისრაელიდან ჩამოვიდა, გრძელდება მუდმივი კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში საქართველოსა და ისრაელის ექიმებს შორის, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0