ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ახორციელებენ, შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში პირველადი რეგისტრაცია გაიარონ. აღნიშნულ ინიციატივას „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 82 ხმით, ერთხმად მიიღო. პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
16/12/2022