სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა დაბა ადიგენში. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს სამუშაო ანგარიშები მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
დებულების თანახმად სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.
ადიგენში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
17/08/2016