სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი “ზარზმობას” დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებლური ეკლესია 11 ნოემბერს საეკლესიო მოღვაწის წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს დილიდან სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა აღავლინა.
წირვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. მოეწყო საფეხბურთო მატჩიც ვეტერანებს შორის.
მოწვეულმა სტუმრებმა მოსახლეობას ზარზმობის დღსასწაული მილოცვის შემდეგ მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ზარზმობა“ სახალხო-რელგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება.
წმინდანი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
ადიგენში, საეკლესიო მოღვაწის წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღინიშნა.
11/11/2018