ადიგენის მუნიციპალიტეტში ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში კონკურსი ჩატარდა. საუკეთესო ისტორიის მოყოლისთვის, რომელიც მოქალაქეებს ბუნებაში გადახდათ ფულადი პრიზები გადაეცათ.
პროექტში მონაწილეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებმა მიიღეს, მათი გამოსვლა კი ხალხის მიერ არჩეულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ანდრეას ვეიტსელი, პროექტის ტექნიკური მრჩეველი იერნე სტრიტიხი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი ნუგზარ ზაზანაშვილი, პროექტის ეროვნული კოორდინატორი თათა ჭოჭუა და მონაწილეების გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას მრავალფეროვნება შესძინა ადგილობრივი კერძების და ხელოვნების ნიმუშების გამოფენამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ეკოლოგიური კორიდორების პროგრამა კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობების – ,,ინიციატივები თანამონაწილეობრივი განვითარებისათვის“ განხორციელების კოორდინაციისათვის დაარსდა მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის, თემების, არასამთავრობო ორგანიზაციის და დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა კონკურსი გამოცხადდება.