ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

Tuesday February 13th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები დაბა აბასთუმანში, არალსა და წარბასთუმანში ჩატარდა,სადაც ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.
„სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, “ქართული ოცნების” სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი სისტემების, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 თებერვალს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 15 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0