ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

09/10/2019

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭეჭლაში, ზედუბანში, ჭელაში, საირმესა და უტყისუბანში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ძირითადად პრობლემად შიდა გზების მოასფალტება გამოკვეთა.
აღნიშნულ სოფლებში რეაბილიტირდა სარწყავი წყლის არხები, მოეწყო გარე განათება, მოეწყო რიტუალების სახლი, მოხდა სასაფლაოს შემოღობვა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0