დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშე–ფლატეს 1575 მეტრი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოიჭრა არსებული გათიხიანებული გრუნტი მოიხრეშე და გაკეთდა საფუძველი, დაიგო ორი ფენა ასფალტი, გაკეთდა სანიაღვრე არხები და მილ–ხიდები,მოეწყო ეზოში შესასვლელი ცხაურები,დაიგო ასფალტი რიტუალების სახლის მიმართულებით და მის მიმდებარედ.დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, შესრულებულ სამუშაობთან დაკავშირებით მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს, აღსანიშნავია რომ აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია პირველდ ჩაუტარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშე–ფლატეს 1575 მეტრი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
21/08/2017