ადიგენის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა

12/08/2022

ადიგენის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. ღამის შოუს ბენდმა სასიამოვნო საღამო აჩუქა მაყურებელს. ღონისძიება, ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დამსწრეებს დიდგორობა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან საკუთარი ინიციატივებიც გააჟღერა :
„მერის სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის“.
მერის ინიციატივით, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუდენტებს ერთი სემესტრი სრულად დაუფინანსდებათ.
აგრეთვე მერმა დამამთავრებელი კლასის წარჩინებული (ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები) მოსწავლეებიც გაახარა და წახალისების მიზნით, სტიპენდიის სახით, ფულადი საჩუქრები დაუწესა.
დღესვე, დასასრულს კი მუნიციპალიტეტის მერმა ადიგენელ მოსახლეობას ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეც გააცნო. გოჩა ქიმაძის ინიციატივით, “ადიგენელობის” დღე დაარსდება, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველ 14 მაისს, წმინდა თამარის დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
„ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სისტემურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წლებშიც გაიმართება. 12 აგვისტო „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ“ 1999 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0