ადიგენის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრების ჩატარება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, რაში დაიხარჯება რეგიონში პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი 324 000 ლარი.
ერთ-ერთი პირველი კრება რეგიონში ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში ჩატარდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი – მარინა გაჩეჩილაძეც დაესწრო. მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი სამი პრიორიტეტული წინადადებიდან, ხმათა უმრავლესობით, უპირატესობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას მიენიჭა.
რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სოფელ განძაში ადგილობრივების უმრავლესობამ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენას დაუჭირა მხარი. მიმდინარე პროცესს თვალ-ყურს პირადად ადევნებდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – ენზელ მკოიანი.
სოფლების მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.
ადიგენის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრების ჩატარება დაიწყო
18/01/2019