ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრები გაიმართა, სარწყავ-საირიგაციო სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით. გასვლით შეხვედრებს, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს “საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტის უფროსი გიზო ჭელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრები მუნიციპალიტეტების სოფლებში, ენთელი-შოლავერი, გორგული-არალი, ხევაშენი, სარო-ხიზაბავრა, ფერსა-მუგარეთი, გიორგიწმინდა, კლდე-წნისი გურკელი-წრიოხში გაიმართა, სადაც დაათვალიერეს სარწყავი არხები და სატუმბი სადგურები, განიხილეს და შეაფასეს არსებული მდგომარეობა და დასახეს სამომავლო გეგმები. შეხვედრების მიზანია, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში და სად საჭიროებს ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას.
ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრები გაიმართა
02/06/2021