ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15/09/2016

ახალი სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. სწავლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათ მშობლებს და პედაგოგებს მიულოცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მოადგილე გერონტი დევდარიანი ქვედა საქარასა და მეორე საჯარო სკოლაში მივიდა. ზოგადი განათლების ეს ორი დაწესებულება ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. როგორც ტარიელ თუთარაშვილმა აღნიშნა რეაბილიტირებული გარემო მეტ შესაძლებლობას იძლევა სასაწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის და ის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა, როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისათვის. ტარიელ თუთარაშვილმა ასევე პირველკლასელთათვის ბუკების გადაცემის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0