ადგილობრივი ხელისუფლება სოფ. უდის და ვარხანის მოსახლეობას შეხვდა

04/03/2016

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სასოფლო კრებები ყველა დასახლებულ პუნქტში შედგება, სადაც ადგილობრივი მოქალაქეები პრიორიტეტულ პრობლემებს გამოკვეთენ.
დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია სოფელ უდის და სოფელ ვარხანის მოსახლეობას შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოქალაქეებს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრნენ. ამავდროულად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გარდა ამისა გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,BP”-ის დაფინანსებით რეგიონალური განვითარების ასოციაცია სოფელს უდეში, სოფელ არალში და სოფელ ვარხანში ოცი ათასი ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს.
შეგახსენებთ, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2016 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტს 562 524 ლარი გამოეყო, რომელიც ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად განაწილდება. პროგრამით გათვალისწინებული კრებები კი მიმდინარე წლის 10 მარტამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0