ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე იმყოფებოდნენ თუშეთში.
მათ თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სურსათ-სანოვაგე და საჭირო მედიკამენტები გადასცეს. მოსახლეობამ მადლიერება გამოხატა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუშეთს ესტუმრნენ
01/03/2016