ადგილზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყობა

05/08/2022

ჭიათურაში, ტოლსტოის ქუჩაზე, ყოფილი მეათე სკოლის ტერიტორია ახალ სიცოცხლეს შეიძენს – ადგილზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყობა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი მოედნის და სკვერის მშენებლობა. ამ დროისათვის ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს. განათების მონტაჟი და საძირკველის მოწყობა დასრულებულია. ხელოვნურსაფარიანი მოედანი ასევე შენდება ლეჟუბნის დასახლებაში, 9 აპრილის ქუჩაზე. სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესი,რომლის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდინარეობს, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბიწაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტების მონიტორინგი განახორციელეს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ მშენებლებისგან ინფორმაცია მოისმინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0