ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სოციალური მუშაკის კანონზე მუშაობას აგრძელებს

29/09/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სოციალური მუშაკის კანონზე მუშაობას აგრძელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე შეხვდა ექსპერტებს: UNC ეთიკის განათლებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, კემბერლი სტრომ-გოტფორდს, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 პროგრამის (HICD 2020) ხელმძღვანელს, დავით ძებისაშვილს, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 პროგრამის (HICD 2020) ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო შატბერაშვილს, ასოცირებულ პროფესორს, ექსპერტს, ანა ფირცხალაშვილს.
სოფო კილაძის ინფორმაციით, კემბერლი სტრომ-გოტფორდი სოციალური მუშაკის შიდა რეგულაციების თემებზე მუშაობს.
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. უცხოელი ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ისეთ საკითხზე, როგორიც სოციალური მუშაკია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, სოციალური მუშაკი მიდის ყველა იმ ოჯახში, რომელსაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.
სოფო კილაძე: „მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, შევუქმნათ მას საკანონმდებლო ბაზა, რათა სოციალურმა მუშაკმა კარგად იცოდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები, კარგად იცოდეს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია, სოციალურ მუშაკს ჰქონდეს საკუთარი გარანტიები – უსაფრთხოების გარანტიები, სოციალური გარანტიები და ა. შ.“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0