ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კოსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია.
მისივე თქმით, აღნიშნულ პოსტზე სოფო კილაძისა და გედევან ფოფხაძის კანდიდატურები განიხილება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მანანა კობახიძისგან ჯერ კიდევ არ აქვთ საბოლოო თანხმობა მიღებული.
„პირველი სხდომა როცა გაიმართება, კონსულტაციების საბოლოო შედეგი იქ იქნება ცნობილი. ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობდა და მანანა კობახიძეს არ აქვს თანხმობა გამოხატული. მას აქვს ყველა რესურსი და მონაცემი რომ იყოს კომიტეტის ხელმძღვანელი. საუბარია ასევე სოფო კილაძეზე და გედევან ფოფხაძეზე. კონსულტაციები დასრულების ეტაპზეა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კოსულტაციები დასრულების ეტაპზეა
14/11/2016