ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ქვემო ქართლის რეგიონი გახდა

25/11/2022

იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ქვემო ქართლის რეგიონი გახდა. გიორგი დოხტურიშვილი იაპონიის საელჩოში ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ორი პროექტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. პროექტი, რომელიც დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარადა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ორ გამარჯვებულს შორის წალკის მუნიციპალიტეტი მოხვდა და გრანტი მოიპოვა. პროექტი გააძლიერებს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისას ასევე, გააუმჯობესებს სხვადასხვა მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
პროექტზე ხელმოწერის ცერემონიალს რწმუნებულთან ერთად ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ გამყრელიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ედიშერ თოლორაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, წალკისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერები, ილია საბაძე და კობა ლურსმანაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0