აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების ხელმძღვანელის, კონსტანტინე ხუცაიძის წინადადება კოოპერატივის საერთო კრებაზე ხმის მიცემის პრინციპთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ პრინციპზე: ერთი წევრი – ერთი ხმა. სხვა შენიშვნები სხდომაზე არ გამოთქმულა.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს: ნინო წილოსანს, გელა სამხარაულს, გიორგი ცაგარეიშვილს და სამველ მანუკიანს ეკუთვნის. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
14/12/2022