აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე

08/05/2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ბაღდათისა და სამტრედიის აგრარულ ბაზარებში, პირადად დაათვალიერეს არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომდენაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით. სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ ასევე ვანის აგრარული ბაზარი შეამოწმეს, რომელიც წინა კვირას გაიხსნა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად არის დაცული წესები და რეკომენდაციები.

“აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც და ჩვენ მაქსიმალურად გავაკოტროლებთ, რომ ყველა მათგანმა მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0