აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მობილური რეაგირების ჯგუფმა სოფ. ქოლობნის, ტყვირისა და მარნის ტერიტორიაზე გამავალი ავტომაგისტრალის მიმდებარედ მდებარე მრავალწლიანი ნარგავების შეწამვლა განახორციელა ამერიკული პეპელის წინააღმდეგ. „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ჯგუფთან ერთად, სამუშაოს ჩატარებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და გამგებლის მოადგილე გია კუცია.
აბაშაში მრავალწლიანი ნარგავების შეიწამლა
24/08/2016