აბანოსხევის სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

18/07/2019

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში აბანოსხევის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლაში განახლდება სველი წერტილები, შიდა ინტერიერი, გარე ფასადი, კარები, განხორციელდება შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და სკოლის შესასვლელი გრანიტით მოპირკეთდება. 2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ხოლო აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებს, შპს „კ.გ“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0